მთავარიევროპასაფრანგეთივოლოდიმერ ზელენსკიმ კანის კინოფესტივალზე სტუმრებს მიმართა

ვოლოდიმერ ზელენსკიმ კანის კინოფესტივალზე სტუმრებს მიმართა

პანდემიის შემდეგ კანის კინოფესტივალი  75 წლის იუბილეზე თავის დიდებულებას იბრუნებს. აქ ისევ შეიკრიბნენ ძვირფას სამოსში გამოწყობილი სტუმრები.

წითელი ხალიჩაზე კი ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდების მუზები კამერებთან პოზირებენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მათ შორის ჯულიანა მურმა და ცნობილმა ევროპელმა კინორეჟისორებმა, მაგალითად, მარკო ბელოკიომ წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

კანის ფესტივალი ერთდროულად გლამურულიც არის, თან ხელოვნებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა, აქ ბლოკბასტერსა და საავტორო ფილმებს აჩვენებენ.

ჯოდი ფოსტერის შემდეგ საპატიო ოქროს პალმის რტო წელს გადაეცა ფორესტ უიტაკერს არაჩვეულებრივი სამსახიობო ნიჭის გამოვლენისა და საუკეთესო  პროდიუსერობისთვის. მისი ახალი ფილმი, რომელიც სამხრეთ სუდანზეა სპეციალურ ჩვენებაზეა წარდგენილი.

მსახიობი ვინსენტ ლინდონი წელს ჟიურის თავმჯდომარეა, ის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა, სანამ ოქროს პალმის რტოსთვის კონკურსში მონაწილე 21 ფილმის შერჩევას დაიწყებდა.

ფესტივალი  ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმით Final Cut (Coupez!) გაიხსნა.

ეს ფრანგი რეჟისორის მიშელ ჰაზავანავიჩუსის ფილმია. ჩვენებას ფილმში მონაწილე  ყველა მსახიობი ესწრებოდა.

რთულია, გადაიღო დაბალბიუჯეტიანი ფილმი ზომბებზე, მაშინ, როცა მსახიობთაგან ალბათ ცოტას თუ გამოუცდია თავის თავზე  რეალური ზომბების თავდასხმა. მაგრამ რეალობა აღმოსავლეთ ევროპაში ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ფანტასტიკის ჟანრის ფილმის სცენარში. ახლა რუსეთი უკრაინას ესხმის თავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გახსნის ცერემონიაზე პირდაპირ ეთერში 2500 სტუმარს მიმართა.

მან ისაუბრა კინოზე, რომელიც პროპაგანდის ერთგვარი იარაღია, თუმცა, ამასთანავე, ოდაცაა, რომელიც  თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება. ასეთი იყო ჩარლი ჩაპლინის „დიდი დიქტატორი“.

კანის კინოფესტივალის 75 წლის იუბილე ჩვეულ სტილში იმართება და  საზოგადოებას აჩვენებს, რომ კინო მარადიულად ახალგაზრდაა.

12 დღის განმავლობაში ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე იკრიბებიან. ფილმები კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვანი ადამიანების  ამჟამინდელ ხედვას ასახავს და გვიყვება დღევანდელი მსოფლიოს მდგომარეობის შესახებ, რადგან, როგორც ყველამ  ვიცით, კინო არასოდესაა შორს რეალობისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend