მთავარიევროპაუკრაინარუსმა ჯარისკაცმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

რუსმა ჯარისკაცმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

რუსმა ჯარისკაცმა, რომელსაც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ცნობას ევრონიუსი ავრცელებს.

21 წლის რუს ჯარისკაცს ვადიმ შიშიმარინს ბრალად ედება ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის მამაკაცის მკვლელობა.

როგორც ცნობილია, ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი სასამართლო პროცესი ომის დანაშაულებზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend