კიევთან განცდილი მარცხის შემდეგ, რუსი სამხედროების უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე შტურმი კატასტროფით დასრულდა.
ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გამანადგურებელი დანაკარგების ფონზე უკრაინული გენერალიტეტი და დიპლომატიური კორპუსი მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ალაპარაკდა.
კიევში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ფრონტის ხაზზე ასობით რუსი ოკუპანტის ცხედარია ნაპოვნი, მათ მიღებაზე სამშობლო ამ ეტაპამდე უარს აცხადებს.
ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნის ინფორმაციით უკრაინაში რუსული არმია გამოფიტულია და კიევის ომში გამარჯვება უფრო და უფრო რეალური ხდება.
უკრაინის ველებზე, მის ინდუსტრიულ გულში, დონბასში, ფრონტის ხაზებზე არსებული ვითარების ფონზე კრემლში ჯიუტად აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, შესაბამისად მოსკოვი არ აღიარებს რეალობას და დასაფიქრებელია ის მოცემულობა, რომ რუსული სამხედრო სტრატეგია ატომური შეიარაღების მიმართულებით მოიცავს ცნებას – ესკალაცია დეესკალაციისთვის.
“ევრონიუს ჯორჯია” სამხედრო ექსპერტს ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. მას კითხვები უკრაინის ომის დაწყების მიზეზებს, მის დინამიკაზე, ამ ომში ბელარუსის პოზიციაზე, მარიუპოლის ბრძოლაზე და ატომურ იარაღზე დავუსვით.
ამავე დროს ბერლინში ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატთა შეხვედრა გაიმართა, 19 მაისს კი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს, სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება ბრიუსელში.
ფინეთმა და შვედეთმა უკვე გადადგეს ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.