მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინის მხარდასაჭერად პრაღასა და სტამბოლში დემონსტრაციები გაიმართა

უკრაინის მხარდასაჭერად პრაღასა და სტამბოლში დემონსტრაციები გაიმართა

გასულ უქმეებზე უკრაინის მხარდასაჭერად რამდენიმე აქცია გაიმართა. როგორც ცნობილია,  ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

პრაღაში შეკრებილმა დემონსტრანტებმა “აზოვსტალის” ქარხნიდან ჯარისკაცების ევაკუაცია მოითხოვეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელი სამხედროების იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩეხეთში ცხოვრობენ.

აქციაზე მონაწილეები ხელს აწერდნენ პეტიციას და  მსოფლიოს მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. დემონსტრანტებს თან ჰქონდათ უკრაინის დროშები და პლაკატები. ისინი ომის დასრულებას მოითხოვდნენ.

სტამბოლშიც ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას მარაიუპოლიდან ხალხის გამოყვანაში დაეხმაროს.

აზოვსტალის” ქარხანაში ამ დროისთვის ასობით უკრაინელი ჯარისკაცია გამაგრებული. ისინი უკვე 80 დღეა რუსულ ძალებს არ აძლევენ საპორტო ქალაქ მარიუპოლის სრულად გაკონტროლების საშუალებას.

უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები 60 დაჭრილ ჯარისკაცთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend