მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა მზად არის რუსი ჯარისკაცების ცხედრები რუსეთს გადასცეს

უკრაინა მზად არის რუსი ჯარისკაცების ცხედრები რუსეთს გადასცეს

უკრაინელი ჯარისკაცები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს მატარებლის ვაგონებში ათავსებენ. ისინი რუსეთში უნდა გადაასვენონ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის კი ამ დრომდე არ არსებობს შეთანხმება დაღუპულთა გადაცემასთან დაკავშირებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ვოლოდიმირ ლიამზინი ზედამხედველობს კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩენილი რუსი ჯარისკაცების ცხედრების სპეციალურ ვაგონ-მაცივრებში მოთავსების საკითხს.

მისი თქმით, უკრაინული მხარე მზად არის, რუსეთს ნებისმიერ დროს გადასცეს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები.
თუმცა, უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთს ცხედრების გადაცემის შესახებ არ მიუმართავს.

„აქ ინახება რუსი ოკუპანტების რამდენიმე ასეული ცხედარი. უკრაინის ტერიტორიაზე  რამდენიმე ასეთი მატარებელი არსებობს. ცხედრები აქ დარჩება, სანამ სახელმწიფოთა შორის არ იქნება მიღწეული შეთანხმება. უკრაინული მხარე მზად არის ხვალ, ან თუნდაც დღეს გადასცეს რუსებს დაღუპული ჯარისკაცები . მაგრამ ჩვენ   ცხედრების გადაცემის შესახებ რუსული მხრიდან ჯერჯერობით მიმართვა არ მიგვიღია“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ვლადიმერ ლიამზინმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 მაისს განაცხადა, რომ რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

კრემლს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუ არ ჩავთვლით მარტში გაკეთებულ განცხადებას, როცა რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომში 1350 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend