მთავარისაქართველო"ახალი ღვინის ფესტივალი" მთაწმინდაზე

“ახალი ღვინის ფესტივალი” მთაწმინდაზე

მთაწმინდის პარკმა ღვინის მე-13 ფესტივალს უმასპინძლა.

„ახალი ღვინის ფესტივალი” ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.

წელს ფესტივალში ღვინის 61 კომპანია და 89 საოჯახო მონაწილეობდა.

მთაწმინდის პარკში ღვინო პირველად იმ მეღვინეებმაც წარმოადგინეს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

„დღევანდელი ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალი წელიწადში ერთხელ იმართება და ყველა მცირე მარანი ვიღებთ მონაწილეობას. აქ საოჯახო მარნებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება გვაქვს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე, რომელის მარანი ფესტივალზე პირველად არის გატანილი. 

„ჩვენი ოჯახი რამოდენიმე სახის ღვინოს აწარმოებს. ფესტივალში ჩვენ პირველად ვღებულობთ მონაწილეობას. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ამ ფესტივალზე მხოლოდ პირველად წავრსდეგით. ძალიან გვიხარია,“ – ამბობს მეღვინე დავით ხიტირი, რომლეც ფესტივალზე თავის მარანს, ოჯახთან ერთად წარადგენს.

„წელიწადში ერთხელ გვეძლევა საშუალება, რომ ახალმა კომპანიებმა ცნობადობის ასამაღლებლად ჩვენი ახალი ღვინოები და მცირე მარნები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ამ ეტაპისთვის მცირე მარანი ვართ, რაჭული მარანი“, – ამბობს კომპანია „ველეულას“ წარმომადგენელი ნია გაბუნია.

ფესტივალს საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა, მასში ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი საოჯახო მარანი და ღვინის კომპანია მონაწილეობს.

პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, მეღვინეებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი ღვინო მომხმარებლებისთვის და სხვა მეღვინეებისთვის გაეცნოთ.

„ფესტივალი ღვინის კლუბის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ეს არის შესაძლებლობა, რომ მარნებმა წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები და კიდევ უფრო მეტი პოპულიზაცია გაუწიონ ქართულ ღვინოს“, – ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომერე ლევან მეხუზლა.

ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარება.

წელს ფესტივალზე სხვადასხვა სახეობის ღვინო საქართველოს ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი.

„ფესტივალზე ჯიშური მრავალფეროვნება ყოველწლიურად მატულობს. მაგალითად, წელს რამდენიმე მეგრული და გურული ახალი ჯიში გამოჩნდა, რომელიც აქამდე იშვიათად თუ შეგვხვდებოდა, მათ შორის ჩვენს ფესტივალზეც“, – ამბობს ღვინის კლუბის დამფუძნებელი და ფესტივალის ორგანოზატორი მალხაზ ხარბედია.

„ახალი ღვინის ფესტივალზე” ღვინის მოყვარულებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ღვინის საყვარელი სახეობები და მათთან ერთად ახალი ღვინოც აღმოაჩინონ.

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა კი მათ შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი გაიგონ იმ ღვინის შესახებ, რომელსაც პირველად სინჯავენ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend