მთავარიმსოფლიოგერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ

გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ

გუშინ, 12 მაისს დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის ჩრდილოეთ რეგიონში შეიკრიბნენ.

მათ ისაუბრეს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის გლობალური შედეგების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად საკვებისა და ენერგორესურსების ფასებზე აისახა. ანალენა ბერბოკს მიაჩნია, რომ კონფლიქტი გლობალურ კრიზისში გადაიზარდა, რადგან შეჩერებულია გადაზიდვები უკრაინიდან,  რომელიც მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ 25 მილიონი ტონა მარცვლეული ჯერ კიდევ ოდესის პორტშია. ეს მარცვლეული მთელ მსოფლიოში  მილიონობით ადამიანის საკვებია. თუმცა ახლა ის ყველაზე მეტად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სჭირდებათ.

შეხვედრები, სავარაუდოდ, დღეს განახლდება

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend