ფრანგი მხატვარი შთაგონებას ეძებს გზაჯვარედინებსა და გადასასვლელებში, რომლებსაც იგი სხვადასხვა ფერის გულის ნახატებით ავსებს.
მისი გამოფენა, სახელწოდებით „აორტა“ დამთვალიერებელს აჩვენებს, როგორ მუშაობს არტერიული სისხლძარღვი – აორტა, რომელიც, მისი თქმით, სიყვარულის წყაროცაა.
ჟოან შააზი თავდაპირველად წითელ გულებს ხატავდა, მაგრამ მერე შესასხურებელი საღებავისა და საკუთარი ტექნიკის გამოყენებით სხვა ფერებიც ჩართო, რითიც წითელი ფერი უფრო მკრთალი გახდა. მისი აზრით, ადამიანები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ ერთი ფერით, როდესაც გრძნობებზე საუბრობენ.
ქუჩის ერთი მონაკვეთიდან სოფას გალერეამდე შააზმა ლურჯი ფერის გული მერლინ მონროს ნახატის გვერდით გააკრა.
ჟოან შააზი გულს არ აღიქვამს, როგორც მხოლოდ გრძნობის ორგანოს. მას სურდა, თავისი ნამუშევრებით ქიმიური და ანატომიური პროცესებიც გადმოეცა.
ჟოან შააზის გამოფენა „აორტი“ ლიონში 14 ივნისამდე გაგრძელდება.