მთავარიმსოფლიოსაერთაშორისო სავალუტო ფონდი: ომი მსოფლიო ეკონომიკას საგრძნობლად დააზიანებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ომი მსოფლიო ეკონომიკას საგრძნობლად დააზიანებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, მსოფლიო უკრაინის ომის შემდეგ სხვანაირი იქნება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად მილიონობით ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია, ხოლო რუსეთის მიმართ დაწესებული მასშტაბური სანქციები უპრეცედენტო იყო.

„პირველ რიგში, მიმდინარე მოვლენები გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორი იქნება ენერგეტიკული მომავალი. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხისთვის. მეორე მხრივ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი რეზერვების შევსებასა და საკუთარი პოზიციის დაცვაზე. და მესამე – ვშიშობ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი დაძაბულობა შეიქნება”, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა კრისტალინა გეორგიევამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაუდებელი დაფინანსებისთვის უკრაინას 1,4 მილიარდი დოლარი გამოუყო. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინას უფრო მეტი დახმარება სჭირდება, რომ დანგრეული ქალაქები ხელახლა აშენდეს და ინფლაცია თავიდან იქნეს აცილებული.

თუმცა ფასების მატების პრობლემის წინაშე მთელი მსოფლიო დგას. ფასები ჯერ პანდემიის, შემდეგ მიმდინარე ომის გამო გაიზარდა. ეს ყველაფერი კი მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციას იწვევს.

„ოქტომბერში ფასების დაახლობით 5-პროცენტიან ზრდას ვვარაუდობდით. ეს უნდა შეგვემცირებინა. ჯერ 4.6 პროცენტზე დავიყვანეთ. დღეს ეს მაჩვენებელი 3.6 პროცენტამდე დავიდა. თუ გადახედავთ ზრდის პროგნოზს, ნახავთ, რომ 2021 წელს 6.1 პროცენტი იყო, ახლა კი 3.6 პროცენტამდე დაეცა. ეს იმის ფონზე, რომ ეკონომიკა სრულად ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი,” – ამბობს კრისტალინა გეორგიევა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მიმდინარე ომი მსოფლიო ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend