მთავარიმსოფლიოNATOჰელსინკი ნატოში ქვეყნის გაერთიანებას ოფიციალურად მხარს უჭერს

ჰელსინკი ნატოში ქვეყნის გაერთიანებას ოფიციალურად მხარს უჭერს

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მეოთხე თვეს ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერ – მინისტრი აცხადებენ, რომ ჰელსინკი ნატოში გაწევრიანების მომხრეა.

მეზობელი შვედეთი კი მომავალ რამდენიმე დღეში მიიღებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

ფინეთის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას დადებითად შეხვდა. ჰელსინკის გადაწყვეტილებას ადასტურებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

“რუსეთის ფედერაციას აქვს შესაბამისი სამხედრო რესურსი, რომ მეზობელ სახელმწიფოებზე ზეწოლას მიმართოს, მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციის გარეშე, ნებისმიერი მეზობელი სახელმწიფოს საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედროს მოუყაროს თავი. კრემლში ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი კი ასევე ფაქტორია, ამ შეიარაღების გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით არის აკრძალული“, – ამბობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო.

სკანდინავიური სახელმწიფოს ნატოს ინტეგრაციას მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფო, სახელმწიფოს პრემიერ – მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჰელსინკიში ვიზიტისას განაცხადა, რომ ფინეთს დასავლეთის მხრიდან, როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო დახმარების იმედი მუდამ უნდა ჰქონდეს. ბრიტანელმა და ფინელმა ლიდერებმა თანამშრომლობის შესახებ ახალ ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ნებისმიერ ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის დახმარების ვალდებულებას ვიღებთ, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით“, – განცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრმა ბორინს ჯონსონმა.

კრემლში კი ამბობენ რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება ევროპის მასშტაბით უსაფრთხოებას არაფერს შემატებს, პირიქით დააზიანებს.

“ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენს სახელმწიფო საზღვრებთან განთავსება მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ევროპაში მშვიდობას და სტაბილურობას“, – აცხადება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

სკანდინავიური ქვეყნების საგარეო პოლიტიკური სვლების ფონზე, დასავლეთ ფინეთში ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების არმიების სამხედრო მანევრები მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend