მთავარიმსოფლიოNATOფინეთის ნატოში გაერთიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს - დიმიტრი პესკოვი

ფინეთის ნატოში გაერთიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი ნატოს სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას საფრთხედ მიიჩნევს და ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს უსაფრთხოების გაზრდას, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ნატოს გაფართოება არ ხდის მსოფლიოს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოჰყვება ამ გაფართოების პროცესს, რამდენად შორს და რამდენად ახლოს იქნება ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააანალიზებს ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და შეიმუშავებს აუცილებელ ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დღეს, 12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend