მთავარიმსოფლიოევროპაპანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში ინფლაცია გაიზარდა

პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში ინფლაცია გაიზარდა

საფრანგეთის სტატისტიკისა და ეკონომიკური მეცნიერებების ეროვნული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, უახლოეს თვეებში საფრანგეთში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის „სატარიფო ფარი“ და ფასდაკლება საწვავზე ამ ზიანს შეამცირებს.

კოვიდისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად მთელი ევროპა ინფლაციის წინაშე დგას. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის „ევროსტატის“ ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

ევროპაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესტონეთშია, სადაც ინფლაციამ 19%-ს მიაღწია. ბალტიისპირეთის ქვეყნებში განსაკუთრებით გაიზარდა ელექტროენერგიის ფასი.

საექსპორტო ქვეყნებში – ნიდერლანდებსა და გერმანიაში ნედლეულის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გარკვეული პროდუქტის, მაგალითად, მცენარეული ზეთისა და მარცვლეულის დეფიციტი გამოიწვიოს, რადგან ამ პროდუქტს სწორედ რუსეთი და უკრაინა აწარმოებდნენ.

ყველაზე პრობლემური კი ელექტროენერგიის სექტორია. ევროპის ქვეყნებისთვის ენერგეტიკის საფასური აპრილში 38%-ით გაიზარდა. რუსულ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ევროპას ალტერნატიული გზების მოძიება მოუწევს.

ინფლაცია არაევროპულ ქვეყნებსაც შეეხო. მარტში შეერთებულ შტატებს 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მიზეზად ბენზინის ფასის ზრდასა და საქონლისა და მუშახელის ნაკლებობას ასახელებენ.

ინფლაცია ჩინეთში პანდემიის შემდეგ კვლავ გრძელდება. ბოლო კვირებში, ინფექციების მაღალმა ტალღამ და კოვიდის ნულოვანი პოლიტიკის შედეგად, ჩაიკეტა ქვეყნის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის პეკინი და შანხაი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend