მთავარიაზიადუბაიდუბაის ახალი გარეუბანი

დუბაის ახალი გარეუბანი

დუბაი ცნობილია თავისი ცათამბჯენებით, მდიდრული მაღაზიებით, ულტრათანმედროვე არქიტექტურითა და სიცოცხლით სავსე  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით. მაგრამ მაღალსართულიანი სასტუმროების, სანაპიროს კლუბებისა და  საცხოვრებელი სახლებით გადაჭედილი უბნებისაგან მოშორებით, როგორიცაა Oalm Jumeirah-ი და Dubai Marina, სულ უფრო ვითარდება გარეუბნები, სადაც ბევრი ადამიანი გადადის საცხოვრებლად.

დუბაის ზრდასთან ერთად საცხოვრებელი უბნები ფართობიც იზრდება და ხალხი – განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ –  სულ უფრო მეტად ამჯობინებს ცხოვრებას კერძო სახლში, რომელიც გარეუბნის სიმყუდროვესა და ბუნებასთან  სიახლოვეს სთავაზობს.

კერძო სახლები

ჯუმეირის კუნძულებზე ძირითადად საკუთარი სახლებია. აქ ვილები 46 კუნძულზეა განლაგებული, რომლებსაც გარს ტბები და სიმწვანე აკრავთ. სხვა დასახლებების მსგავსად აქაც საკუთარი სუპერმარკეტი, კლუბი და გასართობი დაწესებულება აქვთ.

შილა ოდედრა ორი შვილის დედაა და იგი ჯუმეირას კუნძულებზე ცხოვრობს. ოჯახი აქ უმცროსი გოგონას დაბადების სემდეგ გადმოვიდა.

„აქ მაშინ გადმოვედით, როდესაც ჩვენი გოგონა სამი თვის იყო და არც ვიცოდით, ზუსტად რას ვეძებდით. მაგრამ როდესაც ისეთ უბანში ხარ, სადაც ბევრი პარკი, სასეირნო ბილიკი, გამწვანება და კლუბია, თავს ისე გრძნობ, თითქოს ამ უბნის ნაწილი ხარ. გვაქვს პავილიონიც, რომელშიც რამდენიმე რესტორანია“, – ამბობს შილა.

იგი თვლის, რომ მისი უბანი სწორედ ისეთ ინფრასტრუქტურას სთავაზობს, რაც  აუცილებელია ბავშვებისთვის და იმისთვის, რომ თავი საზოგადოების ნაწილად იგრძნო.

ჯუმეირას კუნძულების კლუბს საკუთარი რესტორნები, სავარჯიშო დრაბაზი, სათამაშო მოედანი, პარკი, აუზი და სილამაზის სალონი აქვს.

ბევრი აქ მცხორვები უცხოელი ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი კარგი პირობები  უნდა ჰქონდეს, თუ უცხოეთში გადავა საცხოვრებლად, ოჯახისა და მეგობრებისგან მოშორებით.

ლორნა გუერერო „ჯუმეირის კუნძულების კლუბის“ მთავარი მენეჯერია და როგორც მან „ევრონიუსს“ განიცხადა, მასთან ხალხი თავს კარგად გრძნობს:

„აქ, როგორც წესი, საზოგადოება თვლის, რომ ეს მისი ადგილია. მათ აქვთ ისეთი განცდა, თითქოს ჯუმეირის კუნძული მათ ეკუთვნის. თქვენ ნახავთ, რომ აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჯგუფ-ჯგუფად იყრიან თავს ახალგაზრდები ან ბავშვიანი ოჯახები, რადგან აქ ყველა ასაკის ადამიანი პოულობს გასართობს.“

დუბაის გორაკები – კიდევ ერთი ახალი უბანი

კიდევ ერთი პოპულარული ახალი უბანია „დუბაის გორაკები“ (Dubai Hills-ი). „დუბაის გორაკების“ უბანი დუბაის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სამშენებლო კომპანია  Emmar-მა ააშენა. ეს პროექტი „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციას ავითარებს და მისი ტერიტორია 11 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, სადაც ათასობით ბინა, ვილა, სკოლა, საავადმყოფო, სავაჭრო ცენტრი და გოლფის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი 18 -ფოსოიანი  მოედანი დგას.

ლუიზა ჰითლი სწორედ აქ გადაწყვიტა სახლის ყიდვა.

ლუიზა ჰითლი:

„დუბაიში 26 წელია ვცხოვრობ, ასე რომ, უამრავ უბანში მიცხოვრია და ყოველთვის ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც კარგი ინფრასტრუქტურაა, ყველაფერი ახლოა, რაც ცხოვრებას გამიადვილებს, სადაც ყველაფერი ცხვირწინ გაქვს.“

ჰითლი უძრავი ქონების კომპანია  Exclusive Links-ის თანამშრომელია, ამიტომ სახლის ყიდვის დროს საინვესტიციო ასპექტიც აინტერესებს.

„ ყოველთვის კარგი ინვესტიციის შესაძლებლობაზე ვფიქრობ. ამიტომ ისეთი რამე მინდა, რაც ყოველთვის კარგად გაიყიდება მომავალში. და დუბაი ნამდვილად პასუხობს ჩემს ყველა მოთხოვნას, რომლებიც კარგი საცხოვრებელი გარემოს მიმართ მაქვს“, – ამბობს ლუიზა.

მისი აზრით, ყველაზე საოცარი ის არის, რომ ცამოსულების უმეტესობა დუბაიში ცხოვრბეის წესს არ იცვლის.

„ყოველთვის არ ვსეირნობთ და ყოველთვის არ ვნებივრობთ. აქაც ისევე ვცხოვრობტ როგორც სახლსი. აქაც მუშაობ, მერე შინ ბრუნდები და სადილობ.“

უბნის სასტუმროები

დუბაის ზრდასთან ერთად სულ უფორ მეტი უბნის სასტუმრო გაჩნდა, სადაც ახლომახლო მცხოვრებ ხალხს მისვლა და გართობა შეუძლია.

The First Collection JVC  ოთხვარსკვალავიანი სასტუმროა Jumeirah Village Circle-ის უბანში, რომლის შენება 2005 წელს დაიწყო  და უკვე 8.7 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამ დასახლებაში ძირითადად ვილები, საკუთარი სახლები და საცხოვრებელი კორპუსებია.

ბრენდან მაკკორმაკი კომპანია First group Hospitality-ის ვიცე-პრეზიდენტია საკვებისა და სასმელის მიმართულებით. იგი ამბობს, რომ დუბაის გარეუბანი სულ უფორ მეტად ვითარდება და ამაში მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ასრულებს.

ბრენდან მაკკორმაკი:

„ბოლო რამდენიმე წელიწადში ვნახეთ, როგორ იზრდება დუბაის გარეუბნები და ამ უბნების მთავარი ღერძი საზოგადოებრივი ცენტრებია. ჩვენ დავაკვირდით, თუ რა ტიპის რესტორნები და ბარები შეიძლებოდა მოსწონებოდათ ჯუმეირის სოფლის უბნის მოსახლეობას და გვინდოდა, ჩვენ შეგვეთავაზებინა ისეთი ადგილი, რომელიც ადვილად მისადგომიც იქნებოდა, მეგობრულიც და სადაც ხალხი ოჯახთან და მეგობრებთან ერთადაც ივლიდა და გაერთობოდა. ჩემი აზრით, დუბაის ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარდა და   მგონია, რომ ამის გამო ის ადგილები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განაპირა ტერიტორიებად ითვლებოდა, ახლა სულ ადვილია მისასვლელად. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ახლა კორპუსში  ცხოვრებას საკუთარ სახლს ან ვილას ამჯობინებს. ამიტომ ასეთი უბნები ძალიან პოპულარული გახდა ოჯახებისთვის და სამეზობლოს  ის განცდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიძლება არც არსებობდა, ნელ-ნელა დაიწყო ჯუმეირის სოფელსა თუ დუბაის სხვა უბნებში.“

დუბაის უამრავი ცნობილი და ექსკლუზიური უბანი აქვს, მაგრამ გარეუბანი ძალიან სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მეტი ადამიანი აკეთებს არჩევანს მასზე იმ კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის გამო, რომელსაც ეს გარეუბანი სთავაზობს.

ავტორი: ნატალი ლინდო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend