მთავარიმსოფლიოენდი უორჰოლის ნამუშევარი აუქციონზე 195 მილიონ დოლარად გაიყიდა

ენდი უორჰოლის ნამუშევარი აუქციონზე 195 მილიონ დოლარად გაიყიდა

ენდი უორჰოლის ცნობილი კომპოზიცია “ცისფერი მერლინი” გუშინ, 9 მაისს 195 მილიონ დოლარად გაიყიდა და ამერიკელი მხატვრის საკულტო პორტრეტი ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად იქცა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. კომპოზიცია 1964 წელს შეიქმნა და იგი უორჰოლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია.

ნიუ-იორკის კრისტის აუქციონის თანახმად, ის ასევე მე-20 საუკუნეში შექმნილი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია, რომელიც აუქციონზე გაიტანეს. მყიდველმა პორტრეტი ორშაბათს ღამით, ანონიმურად შეიძინა.

აუქციონი 2022 წლის დასაწყისში გამოცხადდა და ვარაუდობდნენ, რომ ნამუშევარი დაახლოებით 200 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა.

ენდი უორჰოლს მერილინის სხვა პორტრეტებიც აქვს შექმნილი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend