ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს პოლონეთი აპირებს სამხედრო ძალით შეჭრას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.
კადრში, რომელსაც მოჰყვება ტელეკომპანია BBC-ის ლოგო, ამტკიცებენ, რომ პოლონეთის სამხედრო გენერალმა იაროსლავ მიკამ ხელი მოაწერა ბრძანებას არმიის „სრულ მზადყოფნაში“ მოყვანის შესახებ.
სოციალურ ქსელში გაყალბებული ვიდეო რამდენიმე ენაზე თარგმნეს, მათ შორის ფრანგულად, იტალიურად, პოლონურად, რუსულად და თურქულად. სიყალბე Stopfake-მა გადაამოწმა.