მთავარი აზია იაპონია იაპონიაში რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგო დაწესდება

იაპონიაში რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგო დაწესდება

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ონლაინშეხვედრა გამართეს. ისინი მზად არიან,  რომ  სრულად აიკრძალოს ან ეტაპობრივად შეწყდეს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი წევრ ქვეყნებში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ მათ მსოფლიოს უნდა დაანახონ  დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ერთიანობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მისი თქმით, იაპონიაში აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი.

ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა იაპონიისთვის, რომელიც დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე. თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ახლა დიდი შვიდეულის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია. დიდი შვიდეულის ლიდერებმა გადაწყვიტეს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით.

ფუმიო კიშიდა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად იაპონია გააგრძელებს დიდი შვიდეულის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა თანმიმდევრული და ნელი პროცესია და ვადებთან დაკავშირებით მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რადგან საჭიროა ალტერნატიული ენერგორესურსების წყაროების მოძიება. იაპონია რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტსაც აკრძალავს.

ბოლო ინფორმაციით, იაპონიაში იმპორტირებული  ნავთობპროდუქტების 4 პროცენტი რუსეთიდან მოდის.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend