მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში უკრაინისა და რუსეთის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა

გერმანიაში უკრაინისა და რუსეთის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა

გერმანიის ქალაქ კელნში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დემონსტრაცია გამართეს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხარდამჭერებმა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ორ მომიტინგე ჯგუფს შორის შეტაკება. ამავდროულად, პოლიციამ გამომსვლელებს  უკრაინის დროშა ჩამოართვა, რომლის გაშლაც დემონსტრანტებს ცერემონიის დროს სურდათ.

უკრაინა აღშფოთებულია იმის გამო, რომ გერმანელმა პოლიციელებმა მომიტინგეებს ჩამოართვეს უკრაინის დროშა, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გაშალეს. ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ამ ქმედებით მათ უკრაინელ ხალხს სილა გააწნეს.

გერმანიის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ღონისძიება მშვიდობიანად უნდა ჩატარებულიყო, შესაბამისად, არც რუსეთის და არც უკრაინის დროშა არ უნდა ყოფილიყო გაშლილი.

თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ბერლინი შეცდომას უშვებს, როდესაც რუსეთისა და უკრაინის სიმბოლიკას ერთნაირად ეპყრობა.

მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის უკრაინის დროშის ჩამორთმევა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე, ვინც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება.

ქალაქ კელნში დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა კიევისთვის იარაღის მიწოდების გასაპროტესტებლად და ვლადიმერ პუტინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად.

თუმცა უკრაინის მხარდამჭერთა აქციაზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი მივიდა.

კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობა ამ დრომდე დაძაბულია. კიევში აცხადებენ, რომ მიმდინარე ომში ბერლინი მათ საკმარისად არ ეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend