მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლში აზოვის ქარხნიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს

მარიუპოლში აზოვის ქარხნიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს

მარიუპოლში რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა მოხერხდა.

მარიუპოლში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. კიევში აცხადებენ, რომ მარიუპოლში 50 მშვიდობიანი მოქალაქის გადარჩენა შეძლეს, თუმცა უწყვეტი ბრძოლები ეჭვქვეშ აყენებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირებულ ზავს.

დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის  ბავშვებიც არიან, აზოვსტალის ქარხნის  საბჭოთა ეპოქისდროინდელ  გვირაბებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად რჩება.

„ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე გრძელდება (უკრაინის) თავდაცვის ძალების ბლოკადა. ზოგიერთ რაიონში, საჰაერო მხარდაჭერით, მტერმა განაახლა თავდასხმა ქარხნის ტერიტორიის კონტროლის მიზნით.

ხუთშაბათს აზოვის პოლკის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აზოვის ქარხნის მიმართულებით  რუსეთის ძალებმა გამოიყენეს ავიაციის, არტილერიისა და ქვეითი ჯარის გაერთიანებული ძალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend