მთავარიმსოფლიოლავროვის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო პუტინმა ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა

ლავროვის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო პუტინმა ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ  ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. ამ შეცდომის გამოსწორება თავად ვლადიმერ პუტინს მოუწია. მან  ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა.

ისრაელი ამ დრომდე დასავლური ბლოკის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც მოსკოვის მიმართ ჯერ კიდევ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა.

გარდა ამისა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ომის პროვოცირებაში და კვლავ მოუწოდა მას, ომი შეეწყვიტა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ მას არასდროს არ უთქვამს სათქმელი ირიბად.

გუტერეშმა მოსკოვშიც იგივე განაცხადა, რაც კიევში ვიზიტისას. მან  ნიუ-იორკშიც აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფა და გაეროს წესდების დარღვევაა. გუტერეშს მიაჩნია, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს როგორც უკრაინისა და რუსეთის, ისე მსოფლიოს ხალხის გამო.

რუსეთის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოზე უგულებელყო ბრალდებები და განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით დასავლეთი კვლავ აგრძელებს რუსეთის პროვოცირებას.

შეერთებული შტატები კვლავინდებურად მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend