მთავარიევროპაუკრაინაკიდევ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში 9 მაისს

კიდევ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში 9 მაისს

მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმისათვის მზადება მიმდინარეობს.

დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტებთან ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას ვეტერანებიც მიიღებენ.

საერთაშორისო პოლიტიკის რიგი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს უკრაინას ომი გამოუცხადოს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი რუსული ინტერვენციის შედეგად ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.

“უკრაინას თვეში დაახლოებით 7 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება. რუსული ინტერვენციის შედეგად, ჩვენმა სახელმწიფომ უკვე 600 მილიარდი ამერიკული დოლარის ზარალი მიიღო. აუცილებელია, ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის ფინანსური რესურსების მოძიება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ომი გრძელდება. მოსკოვის ემისარმა დასავლეთი რუსეთის ფედერაციის დასჯის მცდელობაში დაადანაშაულა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კი რუსულ მხარეს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

“რუსეთის ფედერაცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. სიმართლე ყველამ იცის, ეს ომი მოსკოვის დაწყებულია. გაუგებარია უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების ნაწილი რატომ არ აღიარებს ამას, საჭიროა მოვლენების შესაბამისად შეფასება“, – აღნიშნავს გაეროში აშშ – ის ელჩი ლინდა თომას გრინფილდი.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მეათე კვირას, კიევმა სამხრეთის ფრონტის ხაზზე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი აღადგინა. აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე კი რუსული არმიის შეტევა მოიგერია.

“ჩვენ უკრაინის სამხედრო მეთაურობას რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვაწვდით, უკრაინულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს, ეს მათი სახელმწიფოა, მათი ტერიტორია და მათ შესაბამისი შესაძლებლობები აქვთ ამ სახის ინფორმაციის თავად მოპოვების თვალსაზრისით“, – აცხადებს ჯონ კირბი პენტაგონის პრესმდივანი.

უკრაინის მეზობელ ბელარუსში კი სამხედრო მანევრები მიმდინარეობს. სამხედრო მანევრების საჯაროდ გაცხადებული მიზანი ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend