მთავარიმსოფლიოევროპაგაიხსნა ბალტიის ქვეყნების ფინეთთან დამაკავშირებელი გაზსადენი

გაიხსნა ბალტიის ქვეყნების ფინეთთან დამაკავშირებელი გაზსადენი

ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებმა და ასევე ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გახსნეს ფინეთის ბუნებრივი აირის ბაზართან დამაკავშირებელი გაზსადენის, პოლონეთისა და ლიუტევის მონაკვეთი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა და ასევე ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ოფიციალურად გახსნეს 508-კილომეტრიანი სიგრძის გაზსადენის, პოლონეთისა და ლიუტუვის მონაკვეთი, რომელიც ბალტიის ქვეყნებს ფინეთის ბუნებრივი აირის ბაზართან აკავშირებს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებული დღეა ლიეტუვისა და პოლონეთისთვის, ასევე მათი ბალტიისპირელი მეზობლებისთვის – ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთისთვის.

დღეიდან ბალტიის ქვეყნები და ევროპა გაამყარებენ ენერგოდამოუკიდებლობას და გააძლიერებენ წინააღმდეგობას პოლიტიკური წნეხის მიმართ, რომელიც აღმოსავლეთიდან ენერგოშანტაჟს უკავშირდება.

დამოუკიდებელი ექსპერტი კატია იაფიმავამი გაზსადენის გახსნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც ლიუტუვამ გააკეთა, სხვა ევროპული ქვეყნებისთვის მაგალითი უნდა იყოს, მოსწონთ ეს თუ არა, რადგან ისინი რუსეთისგან დიდი რაოდენობით იღებენ ბუნებრივ აირს, შესაბამისად, ძლიერ არიან დამოკიდებული მასზე.

ბოლო ინფორმაციით, წლის ბოლოს პოლონეთისა და ნორვეგიის დამაკავშირებელი გაზსადენიც შევა ექსპლუატაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend