მთავარიმსოფლიოევროპარუსული ნავთობპროდუქტების ემბარგო ევროპაში

რუსული ნავთობპროდუქტების ემბარგო ევროპაში

ევროკავშირი ცდილობს, დაარწმუნოს 27-ვე წევრი ქვეყანა, რომ სრულად აიკრძალოს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი.

მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა აკრძალვის ერთხმად მხარდაჭერის აუცილებლობას, ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან რუსულ ნავთობზე, ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებიან ამ გეგმას. თუმცა მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ამ წინადადებას ახლა გერმანიაც უჭერს მხარს.

რობერტ ჰაბეკს, გერმანიის მინისტრს ეკონომიკისა და კლიმატის საკითხებში, მიაჩნია, რომ ეს გეგმა უნდა დამტკიცდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა,  გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს, გერმანია, მაინც დაუჭერს მხარს ნავთობზე ემბარგოს.

ევროკავშირის ნავთობპროდუქტების 25 პროცენტი რუსეთიდან შემოდის. ზოგიერთი წევრი ქვეყანა უფრო მეტად არის დამოკიდებული მასზე, ვიდრე სხვები. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსული ნედლი ნავთობი მომდევნო 6 თვეში, ხოლო უკვე გადამუშავებული პროდუქტი წლის ბოლომდე უნდა აიკრძალოს.

თუმცა ჩეხებს გეგმის 2 ან 3 წლით გადავადება სურთ.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს და მათი პოზიცია უცვლელია. თუმცა მათ დასაწყისიდანვე განაცხადეს, რომ ამ სანქციების გამო რუსეთის ფედერაციაზე მეტად ჩეხეთის მოქალაქეები არ უნდა დაზარალდნენ.

უნგრეთში მიაჩნიათ, რომ ნავთობის აკრძალვა გაანადგურებს მათ ეკონომიკას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ისინი გეგმავენ, გამოიყენონ ვეტოს უფლება შემოთავაზებული წინადადების ამჟამინდელ ვერსიაზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აღნიშნავს, რომ ამ მომენტში შეუძლებელია უნგრეთის ეკონომიკის ოპერირება რუსული ბუნებრივი აირის გარეშე.

ხელმოწერის შემთხვევაში წინადადება ჯერ ევროკავშირის ელჩებმა უნდა დაამტკიცონ, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აუცილებელია გეგმა უფრო მოქნილი უნდა იყოს, რომ საბოლოოდ დაამტკიცონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend