მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიომის ფოტოგრაფია - „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გიორგი ბადრიძე და ფოტოგრაფი დავით...

ომის ფოტოგრაფია – „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გიორგი ბადრიძე და ფოტოგრაფი დავით მძინარიშვილი

რუსული ოკუპაციის სისასტიკე საქართველოს მოსახლეობისთვის ნაცნობია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ახსოვს აფხაზეთის ომი, სამაჩაბლო….

არაფერი არ ინახავს ომის სისასტიკის შესახებ ინფორმაციას ისე ზუსტად, როგორც ფოტოები, ფოტორეპორტიორების მიერ გადაღებული ფოტოები, რომლის დანახვაზეც, რა დროც არ უნდა გავიდეს ემოცია ახლდება.

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ, ომით დაზარალებულ რეგიონებში გადაღებული ფოტოების ჩვენება მოეწყო. ასევე, გაიმართა დისკუსია „რონდელის ფონდის“ ორგანიზებით, სადაც ილაპარაკეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოტორეპორტიორის სამუშაო ომში. არამხოლოდ იმისთვის, რომ კადრები შემორჩეს ისტორიას, არამედ იმისთვის, რომ ისტორიას შემორჩეს სიმართლე, რომელსაც ომის შემდეგაც ჭირდება ხოლმე დამტკიცება.

სტუმრად „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში : „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გიორგი ბადრიძე და ფოტოგრაფი დავით მძინარიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend