მთავარიამერიკააშშაშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმოს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმოს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებს. სწორედ ეს გახდა იმ ამერიკელების პროტესტის მიზეზი, რომლებიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წინ შეიკრიბნენ.

დოკუმენტის პირველი ვერსია  მოსამართლე სამუელ ალიტომ შეადგინა და  სასამართლოს წარუდგინა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, მილიონობით ამერიკელმა ქალმა შესაძლოა დაკარგოს აბორტის კანონიერი უფლება, დაადასტურა ამერიკის უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა, თუმცა მისივე თქმით, ეს არ წარმოადგენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

1973 წელს მიღებული  გადაწყვეტილების მიხედვით, შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს ორსული ქალის თავისუფლებას, აირჩიოს აბორტი ზედმეტი შეზღუდვის გარეშე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აბორტის აკრძალვას ქალთა უფლებების შეზღუდვად მიიჩნევს.

,,რესპუბლიკელი ლიდერები ცდილობენ, კანონი ქალების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად გამოიყენონ. ჩვენ ვსვამთ კითხვას, როგორ ბედავენ? როგორ შეიძლება, ქალს მიუთითონ, რა შეუძლია და რა არა, როცა საქმე მის სხეულს ეხება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ ქალის უფლება, აირჩიოს აბორტი კონსტიტუციურად არის დაცული. ასევე, გააუქმა აბორტის შეზღუდვების გადახედვის მკაცრი კონტროლის სტანდარტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend