საქართველოს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩში ერთმანეთს “დინამო თბილისი” და მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” დაუპირისპირდნენ. “დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრას 20 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.
მატჩი უგოლოდ დასრულდა, თუმცა სანახაობირივი გამოდგა და შემტევებმა ბურთი ძელს არაერთხელ მოარტყეს.
“დინამო ბათუმი” საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს, “დინამო თბილისი” კი მესამე პოზიციაზეა.