მთავარიაზიაინდოეთიინდოეთის მთავრობა დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაში ბალანსის დაცვას ცდილობს

ინდოეთის მთავრობა დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაში ბალანსის დაცვას ცდილობს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დიდი შვიდეულის ლიდერების მომავალ თვეს დაგეგმილ  სამიტზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სპეციალური სტუმრის რანგში მიიწვია. ამის შესახებ მან ნარენდრა მოდის გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. შოლცის მიზანია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ალიანსის გაფართოება და გაძლიერება.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავს,  რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ომი და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი იერიში აჩვენებს, თუ როგორ არღვევს რუსეთი გაეროს წესდებას. ოლაფ შოლცი კიდევ ერთხელ მოუწოდებს  ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ეს ომი და უაზრო ხოცვა-ჟლეტა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ამბობს, რომ ინდოეთი შეშფოთებულია იმ შედეგების გამო, რომლებიც ამ ომს მოჰყვა. ინდოეთმა უკრაინას გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, ასევე გაუგზავნა ნავთობი და გაუწია ფინანსური დახმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას უდგანან გვერდით.

მოდის ასევე ელიან დანიასა და საფრანგეთში. სამდღიანი ვიზიტის დროს ინდოეთი ეცდება, გამოძებნოს რთულად მისაღწევი ბალანსი დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი ინდოეთისთვის შეიარაღებისა და ენერგორესურსების ძირითადი მიმწოდებელია. ამ დროისთვის ინდოეთი თავს იკავებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო პირდაპირ  გააკრიტიკოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend