მთავარიევროპაუკრაინააღმოსავლეთი უკრაინა კვლავ რუსეთის მთავარ სამიზნედ რჩება

აღმოსავლეთი უკრაინა კვლავ რუსეთის მთავარ სამიზნედ რჩება

რუსი სამხედროების განცხადებით, მათ დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ოდესასთან ახლოს მდებარე იარაღის საცავებზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს.

რუსულ გენშტაბში განაცხადეს, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად გაანადგურეს უკრაინის არმიის კუთვნილი და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების მიწოდებული სამხედრო დრონები და ტყვია – წამალი.

რუსული არმია აგრძელებს მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის დაბომბვასაც.

პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევს უკვე მიაწოდეს საარტილერიო შეიარაღება, ვაშინგტონმა უკრაინას უკვე გადასცა ანტისატანკო შეიარაღების, ჯაველინის 7 ათასი ერთეული.

“არავინ იცის ომი რამდენ ხანს გასტანს, მე ეს ადრეც მითქვამს და მომავალშიც გავიმეორებ. ომი შეიძლება დღეს დამთავრდეს, ამ წამს. ეს ომი ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია, მას ომის დაწყებამდე ჰქონდა დიპლომატიის მეშვეობით საკითხის მოგვარების შესაძლებლობა. შესაძლოა ომი დასრულდეს, არცერთი მიზეზი არ არსებობს ამ ომის გახანგრძლივების“,  – მიიჩნევს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.

უკრაინის პრეზიდენტი კი რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპულ ბავშვებზე საუბრობს.

“რუსული არმიის ინტერვენციას 220 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ყველას შესახებ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია. 1500 ზე მეტი სასწავლო დაწესებულებაა განადგურებული. სწორედ ამიტომ არის თავისუფალი სამყარო ერთიანი, ვერავინ შეძლებს გაამართლოს ნაციზმი, არავინ შეაქებს მათ ბავშვების დახოცვისთვის, მშვიდობიანი ქალაქების მოსპობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დონბასში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე მშვიდობიანი მოქალაქეები აგრძელებენ აღმოსავლეთ უკრაინული რეგიონებიდან ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქებისკენ გადაადგილებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend