მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი: „გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის შევსებული კითხვარი. ხვალ გავხდებით ევროკავშირის...

სალომე ზურაბიშვილი: „გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის შევსებული კითხვარი. ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი!”

საქართველოს პრეზიდენტი: „ბერლინის კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა, არაფერია შეუძლებელი!"

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის კომენტარს ავრცელებს ბერლინიდან. კადრში საქართველოს პრეზიდენტი ბერლინის კედელთან დგას და ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

“ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის: უკრაინელებისთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი შეიძლება, რომ დამთავრდეს. ბერლინის კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა, არაფერია შეუძლებელი! გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის შევსებული კითხვარი. ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი! ეს ყველაზე დიდი იმედია. ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა!” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend