წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის კვალიფიციური კადრების დეფიციტი ქართული ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციაში (BAG) შემავალი ორგანიზაციები ფინური პროფესიული განათლების მოდელის დამკვიდრებას გეგმავენ, რაც მათ უკეთესად ოპერირების საშუალებას მისცემს. კვალიფიციური თანამშრომლების უზრუნველყოფისთვის ქართულ ბიზნეს მხარს USAID დაუჭერს. პროგრამა – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, კერძო სექტორთან თანამშრომლობას ითვალისწინებს და ეს სიახლე USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გააცნო საზოგადოებას.
„ამ ახალი საგრანტო ხელშეკრულებებით, ბიზნეს ასოციაციაში შემავალ სამ კომპანიასთან ერთად ვიწყებთ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელოვან პროგრამას. USAID ხელს შეუწყობს დასაქმებულ მოქალაქეებს აიმაღლონ პროფესიული განათლება და უნარები. რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს თანამედროვე სტანდარტებით იფუნქციონიროს.
კერძო სექტორი თავად დაგეგმავს და განახორციელებს ისეთ სასწავლო ტრენინგებს, რომელიც მორგებული იქნება მათ საჭიროებებზე. თავის მხრივ დასაქმების მსურველებს მეტი შანსი მიეცემათ კარიერული წინსვლისათვის“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
USAID-ის მიერ დაწყებული პროგრამა უზრუნველყოფს შეიქმნას სამეწარმეო უნარების განვითარების ახალი სასწავლო მოდელი. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შემავალი ორგანიზაციები თავად გადაწყვეტენ რა სჭირდებათ და რა უფრო პრაქტიკულად გამართლებული იქნება მათი საქმიანობის განვითარებისთვის.
“ამერიკიდ მთავრობის მხარდაჭერითა და ქართული კერძო კომპანიების ჩართულობით იწყება ახალი პროგრამა, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური მუშა-ხელის მომზადებას ითვალისწინებს. გადამზადდება უამრავი მოქალაქე, რაც ბიზნესს თაამედროვე სტანდარტების შესაბამის ტექნოლოგიებთან და გადაწყვეტილებებთან ერთად, კონკურენტუნარიანი თანამსრომლების აყვანაში დაეხმარება. ზოგადად, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ქართული ბიზნეს სექტორისთვის ურთულეს პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ დასაქმებულთა უნარ-ჩვევები. დავაინტერეოთ გამოუცდელი, მაგრამ შესაბამისი უნარების მქონე ახალგაზრდები დაეუფლონ ახალ პროფესიას და ა.შ“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებული დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
პროგრამის ორმხრივად წარდგენის შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. USAID-ის ეს პროგრამა ხუთწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი 24 მლნ ამერიკული დოლარია.
ალეკო გვეტაძე