მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებზე იმსჯელებენ

ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებზე იმსჯელებენ

დღეს, 2 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებზე ერთობლივად იმსჯელებენ.

ენერგეტიკულმა გიგანტმა ,,გაზპრომმა” გასულ კვირას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს, რომლებიც გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარს ამბობენ.

კრემლს სურს, რუსული ვალუტით მოხდეს ანგარიშსწორება, რათა შეამციროს დასავლეთის იმ სანქციების გავლენა, რომლებიც ასობით მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გაყინვას ისახავს მიზნად.

ევროკავშირმა მოსკოვი შანტაჟში დაადანაშაულა, თუმცა ეძებს გზებს, რომ საფასური სანქციების დარღვევის გარეშე გადაიხადოს.

თუმცა რუსეთის ქმედების გამო ევროპა ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა, რამაც გაზის უკვე მზარდი საბითუმო ფასის 20%-იანი ზრდა გამოიწვია.

ამასთან ევროპაში ფიქრობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც მიიღოს. სავარაუდოდ, იგი გერმანიისგანაც მოითხოვოს იმავე პირობების შესრულებას.

გერმანია გაზის 55%-ს რუსეთიდან იღებს. ქვეყნის მთავრობამ უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან გაზსა და ნავთობში რუსეთს 5 მილიარდი ევრო უკვე გადაუხადა. რუსეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეწოლა, მაგალითად, იტალიაზე, ფინეთზე, ხორვატიასა ან ლატვიაზე, რომლებიც ასევე  დამოკიდებული არიან მოსკოვზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend