მთავარისაქართველოსაქართველოს სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა

საქართველოს სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა

თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა. ვაზიანში, სენაკში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამხედრო ბაზებს იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ, სადაც პილოტირების რეჟიმში საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება.

მე-4 ქვეით ბრიგადაში საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებზე ინფორმაცია მიიღეს. ისინი სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნენ. მსგავსი სახის პრაქტიკული მეცადინეობები საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია მოსწავლეები ადგილზე გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკის სისტემები, პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხები და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობების გაცნობა. თავად საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები კითხულობენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend