30 აპრილს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში ახალ გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით “სამი ფერი – მწვანე, წითელი, ლურჯი – ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე”.
გამოფენა ისტორიული მნიშვნელობისაა, მის ფარგლებში პირველად შეიკრიბა და გამოიფინა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 100-ზე მეტი ფოტო, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდს მოიცავს.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.