მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული არმია დონბასში თავდაცვით სამხედრო ოპერაციას აწარმოებს

უკრაინული არმია დონბასში თავდაცვით სამხედრო ოპერაციას აწარმოებს

უკრაინაში რუსულ იარაღს კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა.

ჟურნალისტი საცხოვრებელი შენობაში, რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მისი სხეული ნანგრევებში იპოვეს.

ოკუპანტების არმია უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს.

“დედაქალაქზე კიდევ ერთი შეტევა იყო, სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარიც,  დაზიანებულ შენობებს ვამოწმებთ და დაშავებულებს ვეძებთ. რამდენიმე მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინტერვენციის პირობებში, საერთო ჯამში რუსული შეტევის შედეგად კიევში 100 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია, 400 – ზე მეტი მოქალაქე კი დაიჭრა”, – აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ უკრაინის არმიის სამხედრო ობიექტებზე შეტევა მიიტანეს, შედეგად 300 – მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით სრულყოფილი სურათის შექმნა რთულია, ვინაიდან, როგორც მოსკოვი, ასევე კიევი საბრძოლო მოქმედებების მიდამოებში საინფორმაციო საქმიანობას კრძალავენ.

უკრაინულ გენშტაბში კი ამბობენ, რომ ოკუპანტების არმია ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს, დონეცკის რეგიონის დასახლებებს კი ბომბავს რათა უკრაინული არმიის გადაჯგუფებას შეუშალოს ხელი.

ბოლო 24 საათში უკრაინულმა არმიამ 15 საჰაერო შეტევა მიიტანა რუსულ პოზიციებზე.

”გასული 24 საათში ჩვენ 15 საჰაერო დარტყმა მივიტანეთ მტრის პოზიციებზე. ჩვენი არმია წარმატებით აწარმოებს თავდაცვით ოპერაციას, ფრონტის რიგ მონაკვეთებზე კი კონტრშეტევაზე ვართ გადასულები. დონბასში მტრის 9 შეტევა მოვიგერიეთ, გავანადგურეთ მტრის 6 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 12 ჯავშანმანქანა და ერთი ანტი – საჰაერო სისტემა”, – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი ოლექსანდრ შტუპუნი.

მოსკოვში 9 მაისისთვის ემზადებიან. ფრონტის ხაზზე მინიმალური წარმატების ფონზე, წითელ მოედანზე 11 ათასი ჯარისკაცი ჩაივლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend