მთავარიმსოფლიოევროპაპირენეს ნახევარკუნძულზე გაზისა და ელექტროენერგიის ფასის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება

პირენეს ნახევარკუნძულზე გაზისა და ელექტროენერგიის ფასის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება

პირენეს ნახევარკუნძულზე ენერგოგადასახადზე გარკვეული გამონაკლისი დაიშვება.

ესპანეთმა და პორტუგალიამ ბრიუსელთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასის შემცირებისა და მაქსიმალური ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, ფასები თითქმის განახევრდება. დაწესებული საგანგებო ზომები მომდევნო 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

პორტუგალიისა და ესპანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიღებული ზომების მიზანი მომხმარებელთა უფლებების უფრო მეტად დაცვაა.

შეთანხმება მომავალ კვირას შევა ძალაში. პირენეს ნახევარკუნძულის მცხოვრებლები კი უკვე მაისში იგრძნობენ შვებას.

საინტერესოა, რა არის ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიზეზი. ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე აღიარეს პირენეს ნახევარკუნძულზე განახლებადი ენერგიის წყაროთა უნიკალურობა და აღნიშნეს, რომ მას, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ამ სექტორში ყველაზე დიდი წილი აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend