მთავარიევროპაუკრაინა"მწამს, რომ მარიუპოლი უკრაინულ ქალაქად დარჩება"- მარიუპოლის მერი

“მწამს, რომ მარიუპოლი უკრაინულ ქალაქად დარჩება”- მარიუპოლის მერი

აზოვის ბატალიონის წევრები ავრცელებენ ვიდეო მასალას, რომელშიც რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგებია აღბეჭდილი.

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ რუსული არმია ბრძოლისას აკრძალულ, ფოსფორის ბომბებსაც იყენებს.

“მთელი ღამე რუსული არმია ფოსფორის ბომბებით გვიტევდა. მტერი 50-ჯერ დაგვესხა თავს, არტილერიით, რაკეტებით, ვინ გასცემს მათ პასუხს?! რატომ ვართ 64 წლის განმავლობაში მარტონი მათი შეიარაღების წინაშე?! ეს შეცდომა არ არის, მარიუპოლში ერთი დღე ერთ წელიწადს უდრის. ვინ მისცა მოსკოვს ეს დრო მარიუპოლში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად?!“, – აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.

მარიუპოლის მერი ამბობს, არცერთი სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში არ გადასცემენ მარიუპოლს რუსეთს.

ვადიმ ბოიჩენკომ დასავლეთს მისი სახელმწიფოსთვის მეტი შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა. ის ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან ნატოს მოუწევს ამ კონფლიქტში ჩართვა.

“მე მწამს, რომ მარიუპოლი უკრაინულ ქალაქად დარჩება. მთელს მსოფლიოსთან ერთად უნდა გავერთიანდეთ. დასავლეთმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს, ისეთი იარაღი, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. რაც უფრო სწრაფად მოგვაწვდიან იარაღს, გამარჯვებას უფრო მალე მოვიპოვებთ. მე მარიუპოლში დავბრუნდები, სხვები კი საკუთარ ქალაქებში. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – ამბობს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.

ასობით ადამიანი რჩება აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში. მათ შორის 600-მდე დაჭრილი და დაშავებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის ნანგრევებში დარჩენილებს არ აქვთ არც საკვები, არც წყალი, არც მედიკამენტები, ისინი ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, საკუთარი თავისა და ქალაქის გადასარჩენად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend