მთავარიამერიკააშშაშშ-ს კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად ახალი კანონპროექტი მიიღო

აშშ-ს კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად ახალი კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამერიკას ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება, დაეხმაროს უკრაინას, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

შეერთებულ შტატებს უკვე შეუძლია, გააფორმოს იჯარის ან სესხის ხელშეკრულება უკრაინასთან, რომ მათ თავდაცვის ინსტრუმენტები მიაწოდოს.

ახალი კანონპროექტი შეერთებულ შტატებში მას შემდეგ მიიღეს, რაც ხუთშაბათს ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად 30 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ისაუბრა.

კანონპროექტს, რომელსაც კონგრესმენების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, აშშ-ის პრეზიენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

,,როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კანონპროექტით ჩვენ ადმინისტრაციას ვაძლევთ საშუალებას, უფრო სწრაფად იმოქმედოს, გააძლიეროს უკრაინის უსაფრთხოების ძალები, მივცეთ მათ უფლება, მოიგერიონ რუსი დამპყრობლები, დაიცვან უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა და შეინარჩუნონ დემოკრატია. უკრაინაში ომი მძვინვარებს, ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს.  ნებისმიერ ბრძოლაში ეს შეიძლება ნიშნავდეს ზღვარს გამარჯვებასა და დამარცხებას შორის”, – განაცხადა  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend