მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მომავალი რამდენიმე კვირა უმძიმესი იქნება

ომი უკრაინაში: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მომავალი რამდენიმე კვირა უმძიმესი იქნება

უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქ რუბიჟნეში ინტენსიური საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შემდეგ, უკრაინულ ძალებს გარკვეული პოზიციებიდან უკან დახევა მოუწიათ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ მომავალი რამდენიმე კვირა უმძიმესი იქნება და საზოგადოებას გამძლეობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

რუსეთი აგრძელებს ძალების მობილიზებასა და შეტევას ქვეყნის აღმოსავლეთში. ლუჰანსკის გუბერნატორი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ რუს სამხედროებს მცირე წინსვლა აქვთ ქალაქ რუბიჟნეში.

უკრაინულმა ძალებმა გარკვეული პოზიციებიდან უკან მას შემდეგ დაიხიეს, რაც  რუსეთი აქტიურად უტევდა არტილერიითა და ავიაციით. თუმცა დასძენს, რომ უკრაინელები არ დანებდებიან. მისი თქმით, ყოველი კვირა, ყოველი სამდღიანი თავდაცვითი ბრძოლა საშუალებას იძლევა, გადააჯგუფონ ჯარისკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიიღონ თანამედროვე და დასავლური იარაღი და ბოლომდე გაანადგურონ  რუსეთის არმია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ კიდევ 38 უკრაინული სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

კიევში აცხადებენ, რომ ლუჰანსკის ერთ-ერთ საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსხვერპლი მოჰყვა ხარკივის რეგიონზე განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმასაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend