მთავარისაქართველოIDFI: უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკა

IDFI: უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკა

2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16,669 მოქალაქე, რუსეთის 43,152 მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე. 2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8,151 მოქალაქე, რუსეთის 17,201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14,030 მოქალაქე. (2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 31,231 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე), – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8,657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14,593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14,047-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.

„2022 წლის 25 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მილიონობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება ერთი მხრივ , რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება და მისგან მომდინარე საფრთხეების შიში. რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის და მისგან მომდინარე მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე იზრდებოდა ბელარუსში“, – ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%) , ყაზბეგის (28%) და სადახლოს (20%) სასაზღვრო პუნქტებიდან. უკრაინის მოქალაქეების ყველა დიდი წილი სარფის (28%) და ყაზბეგის (23%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%) და ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან (20%).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend