მთავარიგადაცემებიSmart Regionsხორვატიული ინკუბატორები ვიდეოთამაშების სტარტაფებს ავითარებენ

ხორვატიული ინკუბატორები ვიდეოთამაშების სტარტაფებს ავითარებენ

ხორვატიის ქალაქ ნოვსკას დიდი ამბიციები აქვს. ამ ქალაქის მიზანია, რომ ბალკანეთის “სილიკონ ველი” გახდეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპული ტექნოლოგიური პროექტის  PISMO წყალობით ქალაქი ტექნოლოგიურ ჰაბად გადაიქცა, რომელშიც ორი სრულად გამართული ინკუბატორი მოქმედებს. ინკუბატორების ყურადღების ცენტრში დგას   ვიდეოთამაშები და ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა.  მათი მიზანი კი მაღალი კვლიფიკაციის მქონე პროფესიონალებისთვის ასობით სამუშაო ადგილის შექმნაა.

ანდრეა შეპერაცი, რეგიონული განვითარების სააგენტოს SIMORA-ს დირექტორის მოადგილე:

“30 წლის წინ აქ მძიმე მრეწველობა გვქონდა და მერე ყველაფერი დაინგრა. როგორც იცით, ჩვენ გავიარეთ ომი, კრიზისი და ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებიან ისეთი, რომ ახალგაზრდები არ წასულიყვნენ. ასე დავიწყეთ მუშაობა ამ დიდებულ ინიციატივაზე, რომელსაც სათამაშო ინდუსტრიის სისაკ მოსლავინის სამხარეო ცენტრი (Sisak Moslavina County Center) ეწოდება. აი, ასე დაიწყო ეს ამბავი.“

პროექტ  PISMO მთლიანი ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აჭარბებს და მისი 80 პროცენტი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება, დანარჩენ თანხას კი სისაკ მოსლავინის რეგიონი იხდის.

დღეის მდგომარეობით, ეს პროექტი 67 კომპანიასა და დამწყებ ბიზნესს – სტარტაპს მოიცავს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 2017 წელს  პროექტის დაწყების დროს ვარაუდობდნენ.

პროექტის მონაწილეა ეს მცირე კომპანიაც  სახელწოდებით Grow, რომელმაც სმენადაქვეითებული ხალხისთვის სათვალე შექმნა. ეს მოწყობილობა ბგერას ტექსტად გარდაქმნის, რაც სათვალის ლინზებზე მეყსეულად ისახება.

ახლა კომპანია ბაზარზე აპირებს გასვლას და მისი ინფორმაციით, ერთი სათვალის ფასი 500 ევრო იქნება.

იოსიპა  ბენექი, კომპანია Grow-ის თანადამფუძნებელი:

„სათვალეში მოთავსებულია მიმართულების მიმცემი მიკროფონი, რომელიც მიღებულ ბგერას ე.წ. „ღრუბლის“ მონაცემთა ბაზაში აგზავნის, იქიდან იგი ტექსტის სახით ბრუნდება და სათვალის მინებზე იწერება ამ პატარა მოწყობილობის საშუალებით.“

სტეფანი საგანმანათლებლო ვიდეოთამაშებს ქმნის. თავისი ბოლო ნამუშევარის საშუალებით, რომელსაც MOOPIES ჰქვია, პატარა ბავშვებს მათემატიკას ასწავლის.

სტეფანი PISMO-ში გადაამზადეს.  მისი სტარტაპი ჯერ კიდევ  ინკუბატორშია.

სტეფან ვედრინა, კომპანია STEGRIS-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

“ჩვენ მხოლოდ ქირას ვიხდით, კომუნალურ გადასახადებს –  არა. პროექტ  PISMO-ს ზოგიერთი მონაწილე ინევსტორებს მხოლოდ რეგიონიდან კი არ იზიდავს, არამედ მთელი ევროპიდანაც.  სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც ვაწვდით იდეებს ზოგიერთ ინვესტორს. ასე რომ, აქ დიდი შესაძლებლობები გვაქვს.“

ინკუბატორში ხშირად დადიან 15 წლის ლორენას მსგავსი მოწაფეები, რათა პრაქტიკული სწვალება გაიარონ პროგრამირებაში, რაც უკვე სკოლის სასწავლო პრგრამაში შედის.

ლორენა ბურსაჩი, მოწაფე:

“წელს პირველად დავიწყე პროგრამირების სწავლა და მინდა, უფრო მეტად ვიმუშაო გრაფიკული დიზაინზე და ბლენდერის blender პროგრამაში ვიმეცადინო. ეს ჩემი ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა და ძალიან ბედნიერი ვარ.“

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend