უკრაინელი სამხეედროები აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს დონბაისის რეგიონის ფრონტის ხაზზე პატარა სოფლების დაბომბვას. მათ მიაჩნიათ, რომ რუსული არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.
რუსები ასევე ბომბავენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდებსა და რკინიგზას, რათა შეაფერხონ სამხედრო დახმარება, რომელსაც დასავლეთი უწევს უკრაინას. რუსების ყურადღება ახლა გადატანილია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, განსაკუთრებით კი ზაპორიჟიის, ოდესისა და მიკოლაივის მიმართულებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა გუშინ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში მათმა საჰაერო ძალებმა და არტილერიამ გაანადგურეს 32 უკრაინული სამხედრო ობიექტი, ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ბერეზივკის მახლობლად და საჰაერო თავდაცვის სისტემა Buk-M1 სოფელ კომართან.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ირინა ვერეშჩუკი კიევის საავადმყოფოს ესტუმრენენ და მოინახულეს მარიუპოლიდან გამოყვანილი ბავშვები, რომელთა მშობლები ქალაქში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპნენ.