მთავარიკუბიპრორუსულ ჯგუფებში საქართველოსა და უკრაინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

პრორუსულ ჯგუფებში საქართველოსა და უკრაინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

21 აპრილს რუსულენოვანმა ფეისბუკანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის თანახმად, საქართველოში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინის მხარდამჭერი აქცია სასტიკად დაარბია.

სინამდვილეში, გავრცელებულ ვიდეოში 22 მარტს ქობულეთში გამართული აქციის კადრები ჩანს.

აქციის მონაწილეები, ანტიდასავლური და პრორუსული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას აპროტესებდნენ. ამასთან, პროტესტის მონაწილეები უკრაინას უცხადებდნენ სოლიდარობას. ვიდეო „მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

ასევე კიდევ ერთი დეზინფორმაცია შეეხებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელის შესახებ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო გამოაქვეყნეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend