მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSმოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა

მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა

ორთვიანი ალყის შემდეგ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. აზოვსტალის ქარხანა კი, სადაც აზოვის პოლკის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს, ბლოკადაშია.

მოსკოვის შემდეგ ანტონიუ გუტერეში კიევში ჩავა. ვიზიტი ხვალ, 28 აპრილს არის დაგეგმილი. გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ვლადიმერ პუტინი, შეიძლება ითქვას, დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინადადებას, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან გაიყვანონ მშვიდობიანი მოსახლეობა.

სწორედ ეს იყო გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მოსკოვში ვიზიტის მთავარი მიზანი. რუსეთის პრეზიდენტმა და გუტერეშმა  შეხვედრის დროს განიხილეს აზოვსტალის ქარხანაში არსებული ვითარება. როგორც ცნობილია, ქარხანაში მარიუპოლის დამცველები არიან გამაგრებული.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, ამჟამად ის ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. როგორც თავად ამბობს, მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები გარკვეულ დადებით შედეგს გამოიღებს ყველა მხარისთვის.

თუმცა შეერთებულ შტატებში არ სჯერათ, რომ ვლადიმერ პუტინი სერიოზულად უყურებს უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

კიევში ვიზიტის შემდეგ ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend