ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ საქართველოსთვის გამოგზავნილ კითხვარზე ისაუბრა.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის ინიციატორები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და ფონდი „ღია საოგადოება-საქართველო“ იყვნენ.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ისაუბრა კითხვარზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ავსებს