მთავარიევროპაუკრაინადონბასში უკრაინული არმია რუსული ჯარის შემოტევას იგერიებს

დონბასში უკრაინული არმია რუსული ჯარის შემოტევას იგერიებს

რუსული არმია დონბასის მიმართულებით წინ მიიწეს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ მათ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკის ნაწილი გაანადგურეს.

მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 60 – მდე უკრაინულ ობიექტზე მიიტანეს შეტევა.

ახლა თავდასხმების მთავარი სამიზნე სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებია. არ წყდება საჰაერო იერიშები ალყაშემორტყმულ მარიუპოლზე.

სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს განურჩევლად ყველა მიმართულებით, სამოქალაქო თუ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

“ოკუპანტების არმია განსაკუთრებით აქტიური დონეცკის ფრონტის ხაზზეა, მტერი რეზერვებისა და რესურსების მობილიზაციას ახდენს, შეიარაღების უკრაინაში ჩატანა კი რკინიგზის მეშვეობით მიმდინარეობს. ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის რაკეტებით დაბომბვას“,  –  აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი ოლექსანდრ შტუპუნი.

დასავლელი პარტნიორები კი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინისათვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ახალი ტალღის შესახებ საუბრობენ.

საქმე ეხება დამატებით 300 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის შეიარაღების მიწოდებას. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონი კიევს უკვე 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტით დაეხმარა.

“ამ განსაკუთრებულ დროს მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა უკრაინისათვის. ასევე მნიშვნელოვანია შეიარაღების მიწოდება, სწორედ იარაღი გადაწყვეტს ამ ომის ბედს ბრძოლის ველზე. პუტინის გონება სამწუხაროდ, საბჭოთა და კაგებეს პროდუქტია. მას მართლა სჯერა საბჭოთა მითის. მას უკრაინა სუვერენულ ქვეყნად არ მიაჩნია“, – ამბობს აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი.

კიევში დემონტაჟი მოახდინეს ქანდაკების, რომელიც რუსი და უკრაინელი ერების მეგობრობას ეძღვნებოდა.

ეს ერთადერთი საბჭოთა ძეგლი არ არის, რომელიც ორი ქვეყნის ეგრეთ წოდებული ძმობის აღსანიშნად საბჭოთა მმართველობის დროს აღმართეს.

უკრაინაში გადაწყვიტეს, რომ ყველა ასეთი ძეგლი ჩამოხსნან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend