მთავარიმსოფლიოევროპარუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს

ვარშავაში უარი განაცხადეს, „გაზპრომისთვის“ ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადახდაზე.

რუსეთის გადაწყვეტილებით, პოლონეთს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება. გაზის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი პოლონეთის მიერ გაკეთებული განცხადებაც აღმოჩნდა. პოლონეთი გეგმავს, დამატებით დაუწესოს სანქციები 50 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის არიან ისინიც, ვინც რუსეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს კომპანიასთან არის დაკავშირებული.

პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება 8 საათიდან შეწყდება. „გაზპრომმა“ გასულ თვეს მიიღო ახალი წესი, რომლის თანახმად,  რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში შემავალი ქვეყნები ვალდებული არიან, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუწყდებათ გაზის მიწოდება.

პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიაში საპასუხოდ აცხადებენ, რომ რუსული კომპანია არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. ისინი ყველანაირ ზომას მიიღებენ, რომ ქვეყანაში აღდგეს გაზის მიწოდება.

ბოლო ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის გამო „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებას ბულგარეთშიც შეაჩერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend