მთავარიევროპაუკრაინახარკივიდან მოხალისეებმა ორმოცდაათზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს

ხარკივიდან მოხალისეებმა ორმოცდაათზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს

ორშაბათს ხარკივის რამდენიმე ცხელი წერტილიდან მოხალისეებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახერხეს. რუსი სამხედროები ქალაქს კვლავ ბომბავენ.

ათასზე მეტი ადამიანი ისევ თავშესაფარში ცხოვრობს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გარეშე.

მოხალისეებმა 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. ისინი მოქალაქეებს საკვებითა და წყლით უზრუნველყოფდნენ. მოხალისეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამი მოხუცი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მათ შორის იყო 74 წლის ვიაჩესლავ ივანუშკინი, რომელიც სახლის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებდა.

დაბობვის ხმა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისმის. თავიდან ღამით უფრო სიმშვიდე იყო და ხმა მხოლოდ დღისით ისმოდა, შემდეგ კი დაბომბვა ღამითაც დაიწყეს. აქ ეზოშიც კი ჩამოცვივდა ჭურვები. ყველაფერი ზანზარებდა, ფანჯრებიც კი ჩაიმსხვრა”, – იხსენებს ხარკიველი ვიაჩესლავ ივანუშკინი.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაიღუპა.

„ორი თვეა, სხვა ადამიანები არ გვინახავს, გარესამყარო ჩვენთვის უცხო გახდა, მხოლოდ რამდენიმე მეზობელია აქ. სადღაც ადამიანები მშვიდად გრძნობენ თავს, სუნთქავენ სუფთა ჰაერს, ხედავენ გამწვანებულ ხედებს. ჩვენ ეს ყველაფერი 2 თვეა აღარ გვინახავს. ძალიან რთულია, ძალიან…” – ხარკივის მკვიდრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend