ქართველი მწერალი, ივა ფეზუაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის გამარჯვებულია. ის პარიზის წიგნის ბაზრობაზე დააჯილდოვეს. ივა ფეზუაშვილის “ბუნკერი” ევროპის ლიტერატურულ პრიზზე მწერალთა სახლმა წარადგინა.
ასევე, პარიზშივე გაიმართა მარო მაყაშვილის დღიურის ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია.
რა პერსპექტივებს უხსნის ეს ჯილდო ქართველი მწერლის რომანს და რამდენად მნიშვნელოვანია მარო მაყაშვილის გაცნობა ფრანგულენოვანი მკითხველისთვის – ინტერვიუ მწერალთა სახლის დირექტორთან, ნატაშა ლომოურთან