მთავარიევროპაუკრაინა"დაგვეხმარეთ! ჩემი ქვეყანა იღუპება" - გზავნილი მარიუპოლის მიწისქვეშა თავშესაფარიდან

“დაგვეხმარეთ! ჩემი ქვეყანა იღუპება” – გზავნილი მარიუპოლის მიწისქვეშა თავშესაფარიდან

მარიუპოლის მიწისქვეშა თავშესაფრის ვიდეოს აზოვის ბატალიონის მებრძოლები ავრცელებენ. ისინი საპორტო ქალაქში რუსულ ძალებს უწევენ წინააღმდეგობას.

ჯგუფის მეთაურის თანაშემწის თქმით, ვიდეო კვირას “აზოვსტალის” ქარხანაშია გადაღებული.

ვიდეოში ჩანს ახალშობილი, რომელსაც ცელოფნისგან დამზადებული საფენი უკეთია. მიწისქვეშა თავშესაფარში სარეცხი საგანგებოდ მოწყობილ საკიდებზეა გაფენილი.

“მარიუპოლის ყველა მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს და ვთხოვთ, დაგვეხმაროს. ჩვენ გვინდა, ნორმალურად და მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. დავიღალეთ დაბომბვებით, ამ მუდმივი საჰაერო თავდასხმებით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? ვინ გვიხსნის აქედან? ვერ გავიგე. დაგვეხმარეთ! შეაჩერეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩემი ქვეყანა იღუპება. ჩემი ქალაქი მთლიანად დანგრეულია, არც ერთი საცხოვრებელი ადგილი არ არის დარჩენილი. მათ ყველაფერი დაბომბეს. ბავშვები გამუდმებით ტირიან, თამაში უნდათ. ისინი დახმარებას ითხოვენ. შეწყვიტეთ ეს აგრესია, გთხოვთ!”, – ამბობს ვიდეოში თავშესაფარში მყოფი ქალი.

მარიუპოლში „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში აზოვის ბატალიონია გამაგრებული. ქარხანა რუსული ძალებისთვის ერთადერთ წინააღმდეგობად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend