რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასზე მეტი მხატვარი ბერლინში ჩავიდა. ოფიციალურმა პირებმა მათ ერთ-ერთი ქარხნის ძველი შენობა გამოუყვეს, სადაც მხატვრები თავისუფლად მუშაობას შეძლებდნენ.
ბერლინში ჩამოსულ მხატვრებს ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ ბერლინის ქუჩებში კიევის მოსახლეობის ნახევარი მაინცაა. თითქოს ისინიც კიევში არიან, თუმცა თავს დამნაშავედ გრძნობენ მხოლოდ იმიტომ, რომ გადარჩნენ და უსაფრთხოდ არიან.
მხატვარი ჰანა ზვიაგინცევაც ამბობს, რომ ბერლინში ჩამოსვლიდან 1 კვირის განმავლობაში არაფრის გაკეთება არ შეეძლო, თუმცა თავს ძალა დაატანა და ხატვა განაგრძო. მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა.
ჰანა ზვიაგინცევა ამბობს, რომ რუსებს უკრაინელების დახოცვა სურთ.
ომის დაწყებიდან ბერლინში ათიათასობით უკრაინელი ჩავიდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კი უამრავი ლტოლვილისთვის ღირსეული და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.