მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელების ნაწილი აღდგომის დღესასწაულზე სახლში ბრუნდება

უკრაინელების ნაწილი აღდგომის დღესასწაულზე სახლში ბრუნდება

მართლმადიდებლებისთვის ეს მნიშვნელოვანი კვირაა. ბევრი უკრაინელი, მიუხედავად სახიფათო გზისა, მაინც სახლში ბრუნდება, რომ დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნოს.

ერთ-ერთი ლტოლვილი ოლენა კიევში იმიტომ ბრუნდება, რომ მამაკაცებს დაეხმაროს და საჭმელი გაუკეთოს.

პოლონეთის ლტოლვილთა ცენტრში ცდილობენ,  რომ მათ უკრაინაში დაბრუნება გადააფიქრებინონ, განსაკუთრებით კი ამას იმ დედებს ურჩევენ, რომლებსაც ბავშვები ახლავთ თან. მათი აზრით, უკრაინაში დაბრუნება ჯერჯერობით ადრეა.

თუმცა ოჯახის წევრების სიყვარული და ძველი ცხოვრების  ნოსტალგია ხშირად შიშის გრძნობასაც გადაწონის ხოლმე.

იულიას  შეეძლო, მშვიდად ეცხოვრა მარსელში, თუმცა თვე-ნახევრის განმავლობაში ვერც სასეირნოდ გადიოდა, ვერც სანაპიროზე, რადგან მთელი დღე ტელეფონით ინფორმაციასა და ახალ ამბებს ეცნობოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ იულია შვილთან ერთად საომარ ზონაში შევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend